ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება», აბუ საიდს ეს სიტყვები ძალიან გაუკვირდა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუმეორა, შემდეგ კი დაამატა: «გარდა ამისა, კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებენ, ხოლო ყოველი ორ ხარისხს შორის ისეთივე მანძილია, როგორც ცასა და მიწას შორის», აბუ საიდმა ჰკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ჯიჰადი ალლაჰის გზაზე».
Explanation
Benefits
ჯიჰადის საქმის აღმატებულობა უზენაესი ალლაჰის გზაზე.
მუჯაჰიდის მაღალი ადგილი სამოთხეში.
სამოთხეში უთვალავი საფეხური და სამყოფელი არსებობს, ხოლო მუჯაჰიდებისთვის მათგან ასი საფეხურია განკუთვნილი.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები ძლიერად ისწრაფვოდნენ სიკეთის ცოდნისკენ, მისკენ მიმავალი გზებისა და მიზეზების გასაგებად.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

