შენ თქვი ისეთი სიტყვა, რომ თუ ის ზღვის წყალს შეერეოდა, მთლიანად გააფუჭებდა მას
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ ვუთხარი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "საკმარისია შენთვის საფია ასეთი და ასეთი", (ერთი გადმომცემის მიხედვით, იგულისხმებოდა მისი დაბალი სიმაღლე).
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შენ თქვი ისეთი სიტყვა, რომ თუ ის ზღვის წყალს შეერეოდა, მთლიანად გააფუჭებდა მას». შემდეგ აიშა ამბობს: "მე მივბაძე (მოძრაობებით ან ჟესტებით) ერთ ადამიანს, ხოლო მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «მე არ მიყვარს, რომ ვინმეს მივბაძო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ამას და ამას მომცემდნენ».
Explanation
Benefits
ადამიანების იმიტაცია და მათი ქცევის გაორება მათ დასამცირებლად და შეურაცხყოფისთვის – აკრძალული ღიიბას (ცილისწამების) ნაწილია.
ფიზიკური ნაკლოვანებების აღწერა ღიიბას ნაწილია.
ალ-ყაადიმ თქვა: «"მიზაჯ" ნიშნავს შერევას და შეცვლას, სხვა რაიმის დამატებით. ამ ჰადისის მნიშვნელობა ისაა, რომ ეს ღიიბა (ზურგს უკან ლაპარაკი), თუ ზღვის წყალს შეერეოდა, მას მთლიანად შეცვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა დიდია და უხვი წყალი აქვს. მაშ, როგორ უნდა იყოს საქმე, როცა მცირე კეთილი საქმეები მას (ღიიბას) შეერევა».
ცოლებს შორის შურის (ეჭვიანობის) გამოვლენის ზოგიერთი მაგალითი.
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ამტკიცებდა და არ ეთანხმებოდა არასწორ და დაუშვებელ საქციელს.
ამქვეყნიური ცხოვრების და მასში არსებული ყველაფრის უმნიშვნელობად მიჩნევა, როდესაც იგი ალლაჰის მადლსა და მის უკმაყოფილებას შეედრება.
ისლამი კეთილი ზნეობის რელიგიაა. მან უბრძანა, რომ ადამიანთა ღირსება დაცული იყოს როგორც სიტყვით, ისე ქმედებით, რადგან მისი დარღვევა მტრობასა და შუღლს იწვევს მუსლიმებს შორის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

