ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია თამიიმ ად-დაარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას, ეს მოხდება ან დიდებული ღირსების მქონეთა მეშვეობით, ან მდაბალი ხალხის მეშვეობით: ღირსება, რომლითაც ალლაჰი ისლამს აღამაღლებს, და დამცირება, რომლითაც ალლაჰი ურწმუნოებს დაამცირებს». თამიმ ად-დარი ამბობდა: "მე ეს ჩემი ოჯახის მაგალითზე დავინახე მათგან, ვინც ისლამი მიიღო, სიკეთე, პატივი და ღირსება ეწია. ხოლო მათგან, ვინც ურწმუნო დარჩა, დამცირებამ, სირცხვილმა და ჯიზიამ მოიცვა".
Explanation
შემდეგ საჰაბა თამიმ ად-დარიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აღნიშნა, რომ მან საკუთარ ოჯახში დაინახა ის, რაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო. ვინც მათგან ისლამი მიიღო, მას სიკეთე, პატივი და დიდება შეხვდა. ხოლო ვინც მათგან ურწმუნო დარჩა, მას დამცირება და სირცხვილი ეწია, დამატებით იმ ქონებასთან ერთად, რაც მას მუსლიმებისთვის უნდა გადაეხადა.
Benefits
ღირსება ისლამისა და მუსლიმებისთვის, ხოლო დამცირება უარყოფისთვის და ურწმუნოებისთვის.
ეს მოწმობს წინასწარმეტყველობის ნიშნებზე და მისი სიმბოლოების ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარ გვამცნო.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

