ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს".» აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თუ გსურთ, წაიკითხეთ ეს აიათი: «და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეენია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ». (ას-საჯდა, 32:17)
Explanation
ის რაც არცერთ თვალს არ უხილავს, არცერთ ყურს არ სმენია მისი აღწერა, და ადამიანის არცერთ გულს არ გასჩენია აზრად მისი არსი". აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: წაიკითხეთ, თუ გსურთ:
«და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეენია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ» [ას-საჯდა: 17]
Benefits
მოწოდება მორჩილ ქმედებათა შესრულებისა და აკრძალულთა დატოვებისკენ, რათა ადამიანმა მიაღწიოს იმ ჯილდოს, რაც ალლაჰმა თავის მართალ მონებს მოუმზადა.
უზენაესმა ალლაჰმა თავის წიგნსა და მისი მოციქულის სუნნაში არ გვამცნო სამოთხეში ყველა მოწყალება, და ის, რაც ჩვენ არ ვიცით, იმაზე ბევრად დიდებულია, რაც ჩვენთვის ცნობილია.
სამოთხის ნეტარების სრულყოფილების განმარტება და იმ სიხარულების აღწერა, რომლებიც სამოთხის მკვიდრთ იქ ელოდებათ – დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეჭირვებისა და გულისტკივილის გარეშე.
ამქვეყნიური სიამეები წარმავალია, ხოლო საიქიო – უკეთესი და მარადიული.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

