ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ბურაიდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის».
Explanation
Benefits
ამანათი მოიცავს მორჩილებას და თაყვანისცემას, შენახულ ნივთს (სანდოობას), ფულად პასუხისმგებლობას და უსაფრთხოებას.
ფიცი არ არის ძალაში, თუ იგი არ ითქმის უზენაესი ალლაჰის სახელით, ან მისი ერთ-ერთი სახელით, ან მისი ერთ-ერთი თვისებით.
ალ-ხატაბიმ თქვა: «ეს, როგორც ჩანს, აკრძალულია იმ მიზეზით, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა ფიცის დადება მხოლოდ ალლაჰის ან მისი თვისებების სახელით, ხოლო ამანათი (სანდოობა) არ არის ალლაჰის თვისება, არამედ მხოლოდ მისი ბრძანება და ერთ-ერთი ვალდებულება. ამიტომ, ადამიანებს აეკრძალათ ამანათით ფიცი, რადგან ამით ის ალლაჰის სახელებისა და თვისებების თანასწორად განიხილება, რაც დაუშვებელია».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

