ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ერთხელ, ჩვენ ალლაჰის შუამავლთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში ვიყავით, როცა მოვიდა არაბი ბედუინი და მეჩეთში შარდვა დაიწყო, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებმა თქვეს: "გაჩერდი, შეწყვიტე!" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: «არ შეაწყვეტინოთ ხელი, დატოვეთ». მათ ის გააჩერეს, სანამ შარდვა დაასრულა. შემდეგ შუამავალმა ის თავისთან მოიხმო და უთხრა: «ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა»,
შემდეგ მან ერთ კაცს უბრძანა, რომ მოეტანა ვედროთი წყალი, და იმ ადგილას გადაასხა.
Explanation
შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაუძახა მას და უთხრა: მეჩეთები არ არის განკუთვნილი ასეთი რამეებისთვის, როგორიცაა შარდვა ან სხვა სახის სიბინძურე. ისინი დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის, ყურანის წაკითხვისა და მსგავსი კეთილი საქმეებისთვისაა. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი საჰაბებიდან ერთს უბრძანა, რომ მოეტანა წყლით სავსე ვედრო, და მარტივად გადაასხა იგი შარდის ადგილას.
Benefits
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ეს ჰადისი მიუთითებს მეჩეთების დაცვას მათი ყოველგვარი სიბინძურისგან, მტვრისგან, ნახველისგან, ხმაურიანი საუბრისგან, კამათისა და ჩხუბისგან, ვაჭრობისა და ყიდვა-გაყიდვისგან, ასევე ყველა იმ მოქმედებისგან გათავისუფლებას, რაც მეჩეთის ღირსებას არ შეეფერება.
უმეცარის მიმართ კეთილგანწყობა და მისი სწავლება, რაც მას ესაჭიროება, მკაცრი მოპყრობისა და ზიანის მიყენების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ მან შეცდომა დაუდევრობის ან ჯიუტობის გარეშე დაუშვა.
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო მოწყალე მასწავლებელი, კეთილი აღმზრდელი და დიდსულოვანი დამრიგებელი.
უზენაესი ალლაჰის სახლების (მეჩეთების) აშენების წახალისება ლოცვით, ყურანის კითხვით და უზენაესი ალლაჰის მოხსენიებით.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

