HadeethEnc · 1.21.0
ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
სა'დ იბნ ჰიშამ იბნი 'აამირმა თქვა, როცა მივიდა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ჰეი, მორწმუნეთა დედავ! მომიყევი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობაზე, მან კი თქვა: «შენ ყურანს არ კითხულობ?» დიახ, თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო».
02
Explanation
მორწმუნეთა დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხეს მოციქულის ზნეობაზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან ყოვლისმომცველი პასუხი გასცა. მან მკითხავი ძვირფასი და სრულყოფილი თვისების გამაერთიანებელი ყურანისკენ გადაამისამართა, და უთხრა რომ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო, რაც ბრძანა ყურანმა შეასრულა, რაც აკრძალა განშორდა მას, მისი ზნეობა ყურანის ბრძანების შესრულება, მის საზღვრებში გაჩერება, მისი ეთიკით მოქმედება, მასში მოცემული მაგალითებიდან და ამბებიდან მაგალითის აღება იყო.
03
Benefits
შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მაგალითის აღებისკენ მოწოდება ყურანისეულ ზნეობაში.
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობის შექება, რამეთუ ის იყო ღვთიური გამოცხადების ცოცხალი ლამპარი.
ყურანი არის ყველა საუკეთესო მორალის წყარო.
ისლამში ზნეობა აერთიანებს რელიგიის ყველა ასპექტს, დაწყებული ბრძანებების შესრულებით, დამთავრებული აკრძალვებზე მორიდებით.

Attribution
[გადმოსცა მუსლიმმა გრძელ ჰადისში]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares