HadeethEnc · 1.21.0
მლოცველის წინ გამვლელმა რომ იცოდეს, რა მძიმე ცოდვას იტვირთავს, მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ორმოცი (დღე, თვე ან წელი) დალოდებოდა, ვიდრე მლოცველის წინ გაევლო
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
ბუსრ იბნ სა'იდისგან გადმოცემულია, რომ ზაიდ იბნ ხაალიდ ალ-ჯუჰანიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ის აბუ ჯუჰაიმთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გააგზავნა, რათა ეკითხა, რა მოისმინა ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმ პირის შესახებ, ვინც ლოცვის დროს მლოცველის წინ გაივლის. აბუ ჯუჰაიმმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მლოცველის წინ გამვლელმა რომ იცოდეს, რა მძიმე ცოდვას იტვირთავს, მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ორმოცი (დღე, თვე ან წელი) დალოდებოდა, ვიდრე მლოცველის წინ გაევლო» აბუ ნადრმა თქვა: არ ვიცი, ალლაჰის შუამავალმა თქვა ორმოცი დღე, თვე თუ წელი?
02
Explanation
ალლაჰის მციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა, რომ არ უნდა გაიაროს მლოცველის წინ, იქნება ეს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი ლოცვა, და თუ ის, ვინც ამას განზრახ ჩაიდენს, იცოდეს, რა ცოდვა და სასჯელი ელოდება, მას ურჩევნოდა ორმოცი (დღე, თვე ან წელი) გაჩერებულიყო, რადგან ეს მისთვის უკეთესი იქნებოდა, ვიდრე მლოცველის წინ გაევლო. ჰადისის გადმომცემმა, აბუ ნადრმა, თქვა: არ ვიცი, შუამავალმა თქვა ორმოცი დღე, თვე თუ წელი?
03
Benefits
მკაცრად აკრძალულია მლოცველის წინ გავლა, თუ მას ბარიერი არ უდგას, ან მის და ბარიერს შორის გავლა, თუ წინაღობა აქვს დადგმული.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ საკითხში სწავლულთა შორის განსხვავებაა: ზოგმა თქვა, რომ აკრძალვა ეხება იმ შემთხვევაში, თუ გამვლელი მლოცველსა და მისი სეჯდის ადგილს შორის გაივლის; ზოგის აზრით, ეს მანძილი სამი იდაყვის ტოლი უნდა იყოს; ხოლო სხვებმა აღნიშნეს, რომ ეს მანძილი უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ქვის გასროლის მანძილია».
ას-სიუტიმ თქვა: «გავლაში იგულისხმება მლოცველის წინ გავლა მასზე გარდიგარდმო. ხოლო თუ ვინმე გაივლის მლოცველის წინ ყიბლას მიმართულებით (ვერტიკალურად), ეს არ შედის გაფრთხილების ფარგლებში».
უმჯობესია, რომ მლოცველმა არ შეასრულოს ლოცვა იმ ადგილებში, სადაც ადამიანები გადიან ან სადაც მათ გავლა აუცილებელია. ეს იმ მიზნით, რომ ლოცვა არ გახდეს ნაკლული და გამვლელები არ ჩავარდნენ ცოდვაში. ასევე, მლოცველმა უნდა დაიდგას რაიმე ბარიერი, რომელიც მას და გამვლელებს შორის იქნება.
ამ ჰადისიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ცოდვის შედეგად მიღებული სასჯელი საიქიოში, თუნდაც მცირედ ჩანდეს, უფრო მძიმეა, ვიდრე ამქვეყნიური ნებისმიერი სირთულე, რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს ის.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares