არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰამზა ანას იბნ მალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) - შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსახურისგან, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».
Explanation
Benefits
ალლაჰის გზაზე ძმობა სისხლით ნათესაობის ძმობაზე მაღლა დგას, ამიტომ მისი უფლება უფრო სავალდებულოა.
აკრძალულია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ამ სიყვარულს, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, მაგალითად: ტყუილი, ზურგს უკან ლაპარაკი, შური, მუსლიმის სიცოცხლის, ქონების ან ღირსების ხელყოფა.
ზოგიერთი სტიმულირებადი ტერმინის გამოყენება მოქმედების წახალისებისთვის, მაგალითად, ფრაზა "თავისი ძმისთვის".
ალ-ქირმაანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: «რწმენის ნაწილი ასევე ისაა, რომ ადამიანს სძულდეს თავისი ძმისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. ამის ხსენება არ არის საჭირო, რადგან რაღაცის სიყვარული გულისხმობს მის საწინააღმდეგოს სიძულვილს, ამიტომ პირდაპირი ხსენება გამოტოვებულია, რადგან ეს თავისთავად იგულისხმება».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

