HadeethEnc · 1.21.0
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილი გაუგზავნა ხოსროს (სპარსეთის ხელმწიფე), კეისარს, ნეჯაშს (ეთიოპიის ხელმწიფე) და სხვა ხელმწიფეებს, მათ მოუხმობდა უზენაესი ალლაჰისკენ
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილი გაუგზავნა ხოსროს (სპარსეთის ხელმწიფე), კეისარს, ნეჯაშს (ეთიოპიის ხელმწიფე) და სხვა ხელმწიფეებს, მათ მოუხმობდა უზენაესი ალლაჰისკენ, მაგრამ ეს ნეჯაში არ იყო ის, ვისზეც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯანაზა (სამგლოვიარო ლოცვა) აღავლინა.
02
Explanation
ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვაუწყა, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებამდე მის გარშემო მყოფი ერების მეფეებს წერილები მისწერა, სადაც ისლამისკენ მოუწოდებდა მათ. მან მისწერა ხოსროს — ეს ტიტულია ყოველი ისეთის, ვინც სპარსელებზე მბრძანებლობდა; კეისარს — ეს ტიტულია ყოველი ისეთის, ვინც რომაელებზე მეფობდა; და ნეჯაშის — ეს ტიტულია აბისინიის (ეთიოპიის) მეფეთა. ასევე სხვა მეფეებსაც მიწერა, რომლებიც იყვნენ გაბატონებული და ჩაგრავდნენ თავიანთ ხალხს, ანასი განმარტავს, რომ ნაჯაში რომელსაც მიწერა, ეს ის ნაჯაში არ იყო, რომელიც გარდაიცვალა და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი განსასვენებელი ლოცვა დაუსწრებლად ილოცა.
03
Benefits
არამუსლიმის ისლამისკენ მოწოდება დასაშვებია, ამაში შედის ასევე მეფეთა და მმართველთა კატეგორიებიც.
წერილით და მიწერით საქმის გაკეთება დასაშვებია.
წერილით და მიწერით საქმის გაკეთება დასაშვებია.
Attribution
[გადმოსცა მუსლიმმა]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

