HadeethEnc · 1.21.0
ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჯა'დ ად-დამრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), ის ერთ-ერთი საჰაბა იყო, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს».
02
Explanation
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა პარასკევის ლოცვის გაცდენისგან, რადგან ვინც სიზარმაცით და უყურადღებობის გამო სამჯერ პარასკევის ლოცვას მიატოვებს საპატიო მიზეზის გარეშე, ალლაჰი დალუქავს მის გულს და გადააფარებს ფარდას, რომელიც მის გულში სიკეთის მოხვედრას შეუშლის ხელს.
03
Benefits
იბნ ალ-მუნზირმა გადმოგვცა მუსლიმთა ერთსულოვანი აზრი, რომ პარასკევის ლოცვა არის ინდივიდუალური სავალდებულო ლოცვა (ფარდ 'აინ).
გაფრთხილება, ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას ალლაჰი დალუქავს მის გულს.
ვინც გააცდენს პარასკევის ლოცვას საპატიო მიზეზით, ის ამ გაფრთხილებაში არ შედის.
აშ-შავქანიმ თქვა: «სიტყვები: (სამი პარასკევის ლოცვა) ამ სიტყვაში შესაძლებელია იგულისხმებოდეს ზოგადად გაცდენა, სულერთია ერთმანეთის მიყოლებით იქნება პარასკევის ლოცვა გაცდენილი თუ სხვადასხვა დროს. თუნდაც ადამიანმა ყოველ წელს ერთი პარასკევის ლოცვა გააცდინოს, უზენაესი ალლაჰი სამი გაცდენის შემდეგ დალუქავს მის გულს, ჰადისი აშკარად ამაზე მიუთითებს, ასევე შესაძლებელია, რომ აქ იგულისხმებოდეს ერთმანეთის მიყოლებით ზედიზედ გაცდენა».

Attribution
[رواه أبو داود والترمذي والنسائي وابن ماجه وأحمد]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares