ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მორწმუნეთა დედის აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც მათ რამეს უბრძანებდა, უბრძანებდა იმ საქმეებს რომელიც მათ შეეძლოთ, და ამბობდნენ: ჩვენ შენი მსგავსი არ ვართ, ო, ალლაჰის შუამავალო, ჭეშმარიტად, ალლაჰმა მოგიტევა შენ წარსულში ჩადენილი ცოდვები და მომავალში არსებული, შუამავალი ბრაზდებოდა ისე, რომ შემდეგ სიბრაზე ემჩნეოდა სახეზე, და ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ».
Explanation
Benefits
ღვთისმოსავმა ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს კარგი ქმედებები, მის ღვთისმოსავობაზე დაყრდნობით.
ნებადართულია ადამიანმა ისაუბროს თავის კეთილშობიერებაზე საჭიროების მიხედვით, როცა თავს დაზღვეულად გრძნობს, თავისქებისგან და ამპარტავნების გან.
ღვთისმსახურებაში უმთავრესი ზომიერება და სისტემატიურობაა, და არა გადაჭარბება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეწყვეტა.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «მსახური როცა მიაღწევს უმაღლეს საფეხურს ღვთისმსახურებაში და მის ნაყოფიერებაში, ეს მისთვის არის მოტივაცია, რომ მუდმივად აკეთოს კარგი საქმე, რათა დარჩეს მისთვის ეს წყალობა და ამ წყალობისთვის უფრო მეტი მადლიერება გამოხატოს».
შარიათის ბრძანების დარღვევისას რისხვის კანონიერება და გონიერის, რომელსაც შეუძლია მნიშვნელობის გაგება, მაგრამ გულგრილობას იჩენს, გაკიცხვა — რათა იგი წახალისდეს სიფხიზლისკენ.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანაგრძნობა თავისი უმმეთის მიმართ, რელიგია არის მარტივი და ერთღმერთიანობის შარიათი არის ლოიალური.
საჰაბების მტკიცე სურვილი ღვთისმსახურების შესრულების და სურვილი, რომ უფრო მეტი სიკეთე აკეთონ.
იმ საზღვრების დაცვა, რაც დაადგინა შარიათმა სირთულეა თუ სიადვილე, და იმის გათვითცნობიერება, რომ უფრო მარტივის აღება, რომელიც შარიათს ემთხვევა უმჯობესია, ვიდრე რთულის, რომელიც შარიათს ეწინააღმდეგება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

