ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ ხუთი სიტყვა გვითხრა: «ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი. ის ამცირებს სასწორს და ამაღლებს მას. ღამის საქმე მასთან ამაღლდება დღის საქმეზე წინ, და დღის საქმე — ღამის საქმეზე წინ. მისი ფარდა არის სინათლე (ხოლო სხვა გადმოცემაში: ცეცხლი). და რომ მოეხსნა ეს ფარდა, მისი სახის ბრწყინვალება დაწვავდა ყველაფერს, სადამდეც მისი მზერა მისწვდებოდა მის ქმნილებათაგან».
Explanation
Benefits
უზენაესი ალლაჰი აამაღლებს მას, ვისაც ინებებს და დაამდაბლებს მას, ვისაც ინებებს, წაიყვანს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს და აუბნევს გზას, ვისაც ინებებს მისი მსახურთაგან.
ქმედებები ამაღლდება უზენაეს ალლაჰთან ყოველ დღე და ყოველ ღამე, ამ ყველაფერში კი არის წახალისება მორწმუნეთათვის, რომ ალლაჰის შიში იქონიონ დღისით და ღამით.
ეს ჰადისი მიუთითებს უზენაესი ალლაჰის სამართლიანობაზე და მის მიერ ქმნილებათა საქმეების საუკეთესო მოწყობაზე, არ არის ეჭვი, რომ ეს უზენაესი ალლაჰის სრულფასოვანი თვისებებიდანაა.
უზენაესი ალლაჰის საფარველის დადასტურება, ეს არის მასა და მის ქმნილებებს შორის არსებული სინათლე, რომლის გარეშეც დაიწვებოდნენ (ქმნილებები).
ალ-ააჯურრიმ თქვა: «ჭეშმარიტების მიმდევრები აღწერენ ალლაჰს, უზენაესს, ისე, როგორც მან საკუთარი თავი აღწერა, და ისე, როგორც მისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღწერდა მას, და ისე, როგორც მისი საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) აღწერდნენ. ეს არის იმ სწავლულთა მეთოდი, რომლებიც მიჰყვებოდნენ და არ ქმნიდნენ სიახლეს». ამგვარად, აჰლუ სუნნას მიმდევრები ადასტურებენ ალლაჰის იმ სახელებსა და თვისებებს, რომლებიც მან საკუთარი თავისთვის მიაწერა, ყოველგვარი დამახინჯების, უარყოფის, დეტალური ახსნის ან მსგავსების გარეშე. ისინი უარყოფენ ალლაჰისგან იმას, რაც მან საკუთარი თავისთვის უარყო, და ჩუმად რჩებიან იმაზე, რაც არც უარყოფილა და არც დამტკიცებულა. ამის დასტურია უზენაესი ალლაჰის სიტყვები: «არაფერია მისი მსგავსი, და ის ყოვლისმსმენია, ყოვლიმხედველია». [სურა აშ-შურა: 11].
სინათლე, რომელიც არის უზენაესი ალლაჰის თვისება, ის არ არის იგივე სინათლე, რომელიც ფარავს მას, არამედ სინათლე, რომელიც მას ფარავს არის ქმნილი, ხოლო მისი სინათლე არის რომელიც მის სიდიადეს და პიროვნებას შეეფერება, არაფერია მისი მსგავსი, სინათლე რომელიც იხილა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის არის სინათლე, რომელიც არის ალლაჰსა და მის ქმნილებებს შორის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

