როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან მოისმინა მოციქული, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაავალა, რომ ალლაჰს ვედრებით სთხოვონ მისთვის ვასილას მინიჭება — სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ხარისხს და რომლის მოპოვება მხოლოდ ერთმა ალლაჰის მორჩილმა შეიძლება შეძლოს. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმედოვნებდა, რომ ეს რჩეული პიროვნება თავად იქნებოდა, იმავდროულად გამოხატავდა უდიდეს სიმდაბლეს და თავმდაბლობას. სინამდვილეში, თუ ეს უმაღლესი მდგომარეობა მხოლოდ ერთს უნდა მიენიჭოს, უდავოდ, იგი იქნება მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მა), რადგან ის ყველა ქმნილებათაგან საუკეთესოა.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც ითხოვს შუამდგომლობას მოციქულისთვის მიიღებს შუამდგომლობას შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
Benefits
მუეზინის მოწოდებაზე გამოხმაურების შემდეგ მოციქულ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალავათის (დალოცვის) სიკეთე.
მოციქულ მუჰამმადისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვასიილას თხოვნის წახალისება მასზე სალავათის წარმოთქმის შემდეგ.
სიტყვა ალ-ვასიილა - ს მნიშვნელობის განმარტება და მისი მაღალი მდგომარეობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ერთი მსახურისთვის.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსების განმარტება, რომელიც მას მიენიჭა იმ მაღალი ადგილისთვის.
ვინც უზენაეს ალლაჰს თხოვს მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალ-ვასიილაჰ-ს მისთვის ნებადართული იქნება შუამდგომლობა (განკითხვის დღეს).
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავმდაბლობა გამოიხატება იმაში, რომ მან სთხოვა თავის უმმას, შეევედრონ ალლაჰისთვის მისთვის ამ უმაღლესი ხარისხის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი უკვე განსაკუთრებულად მისთვის არის განკუთვნილი.
ალლაჰის უდიდესი სიკეთე და მოწყალება, რადგან ერთი კეთილი საქმე ათმაგად ფასდება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

