წადი მასთან და უთხარი: შენ არ ხარ ჯოჯოხეთის ბინადარი, არამედ სამოთხის ბინადარი ხარ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია ანას იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერ ნახა სააბით იბნ ყაისი და შეამჩნია მისი არყოფნა. ერთმა ადამიანმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო, მე გავიგებ მის მდგომარეობას". ის წავიდა სააბითის მოსაძებნად და ნახა, რომ ის სახლში იჯდა თავჩაღუნული. ჰკითხა მას: "რ დაგემართა?" სააბითმა უპასუხა: "ცუდი რამ დამემართა. მე ხშირად ვამაღლებდი ჩემს ხმას შუამავალის ხმაზე და ამის გამო ჩემი ქმედებები ფუჭია და მე ჯოჯოხეთის მკვიდრი ვარ."
ეს ადამიანი დაბრუნდა და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) აუწყა სააბითის სიტყვები. ეს პიროვნება ისევ დავრუნდა სააბითთან და უმახარობლა მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სასიხარულო გზავნილი და უთხრა: «წადი მასთან და უთხარი: შენ არ ხარ ჯოჯოხეთის ბინადარი, არამედ სამოთხის ბინადარი ხარ».
Explanation
კაცმა დაბრუნდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვდობა მას) და აუწყა სააბითის მდგომარეობის შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) უბრძანა, რომ დაბრუნებულიყო სააბითთან და გაეხარებინა ის იმით, რომ იგი ჯოჯოხეთის ბინადარი არ არის, არამედ სამოთხის მკვიდრია. ეს იმიტომ, რომ მისი ხმა ბუნებრივად იყო მაღალი და ის იყო ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მქადაგებელი და ანსარების მქადაგებელი.
Benefits
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზრუნვა საჰაბების მიმართ და განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც იგი მათთვის იჩენდა.
საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შიში და მღელვარება იმაზე, რომ მათი საქმენი შესაძლოა ამაო აღმოჩნდეს.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ პატივისცემის გამოხატვის სავალდებულობა მის სიცოცხლეში და ხმის დაწევა მისი სუნნის მოსმენის დროს მისი გარდაცვალების შემდეგ.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

