რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რამდენიმე ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან მივიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლებთან და ჰკითხა, რას აკეთებდა იგი, როდესაც მას არავინ ხედავდა, გარდა მათისა. ამის შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა: "მე არ დავქორწინდები!" მეორემ თქვა: "მე ხორცს არ შევჭამ!" ხოლო მესამემ თქვა: "მე საწოლზე არ დავიძინებ!" როდესაც ეს ინფორმაცია მოციქულამდე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ალლაჰი განადიდა და შეაქო და შემდეგ თქვა: «რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!»
Explanation
Benefits
ამ შარიათის სიდიადე და სიადვილე, რომელიც აიღება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საქმეებიდან და მეთოდებიდან.
სიკეთე და ბარაქა შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორჩილებაში, და მის ძვირფას ქმედებებზე მიყოლაშია.
გაფრთხილება თაყვანისცემაში საკუთარ თავზე აუტანელი ტვირთის აღებისგან და მითითება იმაზე, რომ ეს ახასიათებს ბიდ’ას (გამოგონილი საქმეების) მიმდევრებს.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ღვთისმსახურებებში ზედმეტი სირთულე გამოიწვევს მობეზრებას და ბოლოს ამ ღვთისმსახურების სრულიად შეწყვეტას. მხოლოდ სავალდებულო ღვთისმსახურებით შემოფარგვლა კი, მაგალითად: ნებაყოფილობითი ღვთისმსახურებების მიტოვება გამოიწვევს სიზარმაცეს და ღვთისმსახურებებში ყურადღების მოდუნებას, ამიტომ საუკეთესო ქმედებები არის - საშუალო».
ამ ჰადისში მოცემულია, რომ ღვთისმოსავი ადამიანების მდგომარეობის გამოკვლევა კარგია, რათა მოხდეს მათ ქმედებებზე მიბაძვა, და თუ ვერ მოხერხდა მამაკაცების მდგომარეობის გაგება ნებადართულია მათ მდგომარეობაზე მათი ცოლებისგან გაგება.
ამ ჰადისში მოცემულია: ადამიანებზე რჩევა დარიგების მიცემა, მათზე საჭირო იმფორმაციის გადაცემა, მორწმუნეებისთვის დადგენილებების განმარტება და ღვთისმოსავი გამრჯე ადამიანებისთვის ეჭვების გაქარწყლება.
ბრძანება თაყვანისცემაში ზომიერების დაცვაზე, მის მუდმივ შესრულებასთან ერთად, ისე, რომ მოიცავდეს როგორც ვალდებულ (ფარდ), ასევე დამატებით (ნაფილ) ღვთისმსახურებებს. ეს საჭიროა, რათა მუსლიმმა დაიცვას სხვათა უფლებები მის მიმართ და შეინარჩუნოს ბალანსი თაყვანისცემასა და საერო მოვალეობებს შორის.
ამ ჰადისში არის არგუმენტი ქორწინების სიკეთეზე და მისკენ მოწოდებაზე.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

