HadeethEnc · 1.21.0
ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთი ცოლი გადმოსცემს, რომ მან თქვა: «ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში».
02
Explanation
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს მკითხავთან მისვლაზე. მკითხავი არის საერთო სახელი მარჩიელის, ვარსკვლავებით მკითხავის, მიწაზე ხაზების გავლებით მკითხავის და მათი მსგავსები. ყველა ვინც დაფარულის ცოდნის ამოსახსნელად იყენებს სხვადასხვა რიტუალებს, მხოლოდ შეკითხვის დასმა დაფარული ცოდნიდან არის მიზეზი, რომ ალლაჰმა ამის გამო ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვის მადლი აუკრძალოს; ეს არის სასჯელი ამ დანაშაულის და დიდი ცოდვის.
03
Benefits
მკითხაობის, მკითხავებთან წასვლისა და მათზე დაფარულ ცოდნაზე შეკითხვების დასმის აკრძალვა.
შეიძლება ადამიანმა თავისი ღვთისმსახურებისგან მადლი ვეღარ მიიღოს, მის მიერ ჩადენილი ცოდვების სასჯელად.
ჰადისში ნახსენებ აკრძალულ ქმედებათა შორის შედის ჰოროსკოპების კითხვა და მათი შინაარსის ანალიზი, ასევე ყავის ნალექით მკითხაობა და ჰირომანტია (ხელის გულით მკითხაობა), თუნდაც ეს ცნობისმოყვარეობით ხდებოდეს. ყველაფერი ეს მკითხაობის, მარჩიელობისა და დაფარული ცოდნის შესახებ ცრუ განცხადებებია.
თუ ასეთია იმის სასჯელი, ვინც მივა მკითხავთან, მაშინ როგორი იქნება თვითონ მკითხავის სასჯელი?
ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვა შესრულებულად ითვლება და მისი ანაზღაურება არ არის საჭირო, მაგრამ მადლი არ ექნება შემსრულებელს.

Attribution
[გადმოსცა მუსლიმმა]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares