ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის)
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის) დროის სიკვდილით მოკვდება. ხოლო თუ ვინმე იბრძოლებს სიცრუის ან არეულობის დროშის ქვეშ, გაბრაზებული საკუთარი ტომის გამო, მოწოდებას გააკეთებს საკუთარი ტომის გამორჩეულობისთვის ან თავის ტომს დაიცავს სხვების ჩაგვრისას და მოკვდება, მისი სიკვდილი ჯაჰილიის დროის სიკვდილს დაემსგავსება. ვინც ჩემს საზოგადოებას წინ აღუდგება, მოსპობს როგორც მართალს, ასევე ცოდვილს მისგან, არ დაინდობს არც ერთ მორწმუნეს და არც იმას, ვისთანაც შეთანხმება აქვს დადებული, მას ჩემთან კავშირი არ ექნება, ისევე როგორც მე არ ვიქნები მასთან დაკავშირებული».
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ვინც იბრძოლებს ისეთი დროშის ქვეშ, სადაც არ გამოირჩევა სიმართლისა და სიცრუის გზები, და განრისხებულია მხოლოდ თავისი ხალხის ან ტომის მიმართ ბრმა მიკერძოების გამო, და არა რელიგიისა და სიმართლის დასაცავად, ის იბრძვის გაურკვევლად ცოდნისა და წინდახედულობის გარეშე და თუ ის ასეთ მდგომარეობაში მოკვდება, მისი სიკვდილი უმეცრობის დროის სიკვდილს დაემსგავსება.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასევე აღნიშნა, რომ ვინც აუჯანყდება თავის საზოგადოებას, ურტყამს მის მართალ და ცოდვილ წევრებს, არ აქცევს ყურადღებას თავის ქმედებებს და არ შიშობს შედეგების გამო, კლავს მორწმუნეებს და არ ასრულებს შეთანხმებებს არც ურწმუნოებთან არც მუსლიმ მმართველთან, არამედ არღვევს მათ, ეს არის დიდი ცოდვა. ვინც ასეთ ქმედებებს ჩაიდენს, ის იმსახურებს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ მოცემულ მკაცრ მუქარას.
Benefits
ამაში მკაცრი დამუქრებაა მათთვის, ვინც უარს იტყვის იმამის მორჩილებაზე და დატოვებს მუსლიმთა საზოგადოებას. თუ იგი ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვლება, მისი სიკვდილი უმეცრობის ხალხის გზაზე იქნება.
ჰადისში მოცემულია მკაცრი აკრძალვა ტომობრივი ან საგვარეულო ფანატიზმის გამო ბრძოლაზე. (ნაციონალიზმი)
შეთანხმებების შესრულების ვალდებულება.
მორჩილებაში და საზოგადოების ერთობაში არის დიდი სიკეთე, მშვიდობა და მდგომარეობების გაუმჯობესება.
წინაისლამური უვიცობის დროის ხალხზე მიბაძვის აკრძალვა მათ ჩვეულებებში.
მუსლიმთა საზოგადოების ერთობის დაცვის ბრძანება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

