HadeethEnc · 1.21.0
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვის უნდა მოვეპყრო ყველაზე კეთილშობილურად?" მიპასუხა: «შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ შენს მამას, შემდეგ – ყველაზე ახლობელს, შემდეგ კი – მასზე უფრო ახლობელს
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
ბაჰზ იბნ ჰაქიმმა თავისი მამიდან, ხოლო მან მისი ბაბუიდან გადმოსცა, რომ მან თქვა: «მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვის უნდა მოვეპყრო ყველაზე კეთილშობილურად?" მიპასუხა: «შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ შენს მამას, შემდეგ – ყველაზე ახლობელს, შემდეგ კი – მასზე უფრო ახლობელს».
02
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ყველაზე მეტად ვისაც ეკუთვნის კეთილშობილური მოპყრობა, სიკეთე, კარგი ურთიერთობა, თბილი თანაცხოვრება და ურთიერთკავშირი – ეს არის დედა, მან სამჯერ გაიმეორა დედის უფლება, რათა ხაზი გაესვა მის უპირატესობას ყველა სხვა ადამიანის მიმართ, გამონაკლისის გარეშე. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, თუ ვის ეკუთვნის დედის შემდეგ კეთილმოქცევა: შემდეგ – მამას, შემდეგ – ყველაზე ახლო ნათესავებს, თანმიმდევრობით, ვისაც უფრო ახლოს აქვს ნათესაური კავშირი, მას უფრო მეტად ეკუთვნის შენგან სიკეთე და ურთიერთკავშირი, ვიდრე შორეულს.
03
Benefits
ამ ჰადისში დედას ენიჭება უპირატესობა, შემდეგ მამას, შემდეგ კი ყველაზე ახლო ნათესავებს, თანმიმდევრობით, მათი სიახლოვის მიხედვით.
ეს ჰადისი მშობლების, განსაკუთრებით კი დედის აღმატებულ ადგილს აჩვენებს.
ჰადისში სამჯერ გამეორებულია დედისადმი კეთილმოშიშება, რადგან: მისი მოწყალება და სიკეთე შვილებზე უზარმაზარია. ის განიცდის უამრავ სირთულეს და ტკივილს – ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების დროს, რაც მხოლოდ დედის წილად მოდის, შემდეგ კი ის მამასთან ერთად მონაწილეობს შვილის აღზრდაში.

Attribution
[გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares