შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა ის, ვინც პარიკს აკეთებს და იკეთებს, ვინც ტატუს აკეთებს და იკეთებს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა ის, ვინც პარიკს აკეთებს და იკეთებს, ვინც ტატუს აკეთებს და იკეთებს».
Explanation
Benefits
ცოდვაში დახმარება არის აკრძალული.
აკრძალულია ალლაჰის ქმნილების სახეცვლილება; რადგან ეს არის გაყალბება და თაღლითობა.
მათი დაწყევლის ზოგადი ნებართვა, ვინც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა დაწყევლა.
თმის პარიკის გაკეთებაში შედის დღევანდელ პერიოდში არსებული თმის პარიკების გაკეთება, ის არის აკრძალული, რადგან მასში არის ურწმუნოებზე მიმსგავსება, თაღლითობა და ტყუილი.
ალ-ხატტაბიმ თქვა: «ამ ყველაფერში მოვიდა ძალიან დიდი გაფრთხილება; რადგან მასში არის თაღლითობა და ტყუილი, რომელიმე მათგანში რომ ყოფილიყო ნებართვა მოცემული, ეს გამოიწვევდა სხვა თაღლითობის ფირმების გავრცელებას, რაშიც არის ალლაჰის ქმნილებების სახეცვალება, რომელშიც არის მითითებული იბნ მას'უდის მიერ გადმოცემულ ჰადისში, სადაც ნათქვამია: ''ალლაჰის ქმნილებების სახის შემცვლელები'' ალლაჰმა უკეთესად იცის».
იმამი ან-ნავავიმ თქვა: «ეს აკრძალულია იმისთვის, ვინც აკეთებს და იმისთვის, ვისთვისაც კეთდება. ადგილი სადაც არის ტატუ არის ბინძური. თუ შესაძლებელია მისი მოშორება აუცილებელია, რომ მოშორებულ იქნას, და თუ შეუძლებელია გარდა ღრმა ჭრილობით, რომლის შედეგად შიშობს, რომ დაკარგავს ორგანოს ან მის გამოყენებას ვეღარ შეძლებს ან მსგავსი რაიმე ფატალური შემთხვევა შეიძლება მოჰყვეს ორგანოზე, ამ შემთხვევაში სავალდებულო არ არის მოშორება, არამედ თუ მოინანიებს მას ცოდვა აღარ დაედება, ხოლო თუ მსგავსი რაიმე საშიშროება არ აქვს მისი მოშორების შემთხვევაში, მაშინ მას მისი მოშორების გადადებით ან დაგვიანებით ცოდვა ეწერება. ციტატის დასასრული».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

