მოაშორე ეს ტანჯვა, ადამიანთა მეუფეო! განკურნე, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი. არ არსებობს განკურნება შენს გარდა – განკურნე ისეთი განკურნებით, რომელიც არ დატოვებს არცერთ სენს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავადმყოფთან მიდიოდა, მისთვის დუას აღავლენდა და ამბობდა: «მოაშორე ეს ტანჯვა, ადამიანთა მეუფეო! განკურნე, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი. არ არსებობს განკურნება შენს გარდა – განკურნე ისეთი განკურნებით, რომელიც არ დატოვებს არცერთ სენს».
Explanation
Benefits
ავადმყოფის მონახულება მუსლიმებს შორის ერთ-ერთი ძირითადი უფლება არის, და ოჯახის წევრებისთვის ეს კიდევ უფრო აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოვალეობაა.
ავადმყოფის მნახველისთვის სასურველია, რომ მისთვის აღავლინოს ეს კურთხეული ვედრება.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პირდაპირი გზით ხელმძღვანელობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის მკურნალობდა შარიათული რუყიით, ყურანითა და კეთილი ვედრებებით, როცა ავადმყოფობდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საკუთარ თავზე რუყიას კითხულობდა, ასევე რუყიას უკითხავდა მათ, ვინც მისი ოჯახიდან ან სხვებიდან დაავადებას უჩიოდა.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ზოგიერთმა შეიძლება გაურკვევლად მიიჩნიოს, როგორ უნდა ვილოცოთ ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვის, მაშინ როცა დაავადება ცოდვების მიტევებისა და ჯილდოს მიზეზია, როგორც მრავალი ჰადისი ადასტურებს ამას. პასუხი ასეთია: ვედრება არის თაყვანისცემა (მოთმინებისა და მორჩილების) ნაწილია და არ ეწინააღმდეგება ავადმყოფობის ჯილდოსა და ცოდვების მიტევებას, რადგან ეს განკურნება და მონანიება უკვე ავადმყოფობის დასაწყისში მიიღება, ისევე როგორც მოთმინებით მიღებული ჯილდო, ვედრების აღმსრულებელი ორმაგ სიკეთეს იღებს: ან მიიღებს იმას, რისთვისაც ლოცულობს (გამოჯანმრთელება). ან ალლაჰი მას სხვა სახის სიკეთით დააჯილდოებს – იქნება ეს ზიანის მოცილება თუ რაიმე ახალი სიკეთის მინიჭება. და ყველაფერი ეს ალლაჰის წყალობა და სიკეთეა».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

