რომელიმე საზოგადოება თუ შეიკრიბება სადმე და ამ შეკრების ადგილას არც ალლაჰს ახსენებენ და არც მათ შუამავალს დალოცავენ, ეს იქნება მათთვის სინანული, თუ ინებებს ალლაჰი დასჯის და თუ ინებებს აპატიებს მათ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელიმე საზოგადოება თუ შეიკრიბება სადმე და ამ შეკრების ადგილას არც ალლაჰს ახსენებენ და არც მათ შუამავალს დალოცავენ, ეს იქნება მათთვის სინანული, თუ ინებებს ალლაჰი დასჯის და თუ ინებებს აპატიებს მათ».
Explanation
Benefits
შეკრებების სიკეთე, სადაც მოიხსენიებენ უზენაეს ალლაჰს და მის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის, რომ შეკრებები, სადაც ეს არ ხდება, სასჯელის დღეს მათ მონაწილეთათვის ბოროტებად შემოუბრუნდება.
ალლაჰის ხსენების უგულებელყოფის შესახებ გაფრთხილება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეკრებებით, არამედ მოიცავს სხვა შემთხვევებსაც. ან-ნავავი ამბობს: «არასასურველია, რომ ადამიანი ადგეს იმ ადგილიდან, სადაც დაჯდა, უზენაესი ალლაჰის ხსენების გარეშე».
სასჯელის დღეს მათ მიერ მიღებული ზიანი იქნება ან იმაში, რომ ისინი დაკარგავენ ჯილდოს, რადგან ეს დრო ალლაჰის მორჩილებაში არ გამოიყენეს, ან იმაში, რომ მათზე ცოდვა დააწვება და დაიმსახურებენ სასჯელს, რადგან თავიანთი დრო ალლაჰის ურჩობაში გაატარეს.
თუ ეს გაფრთხილება ეხება ალლაჰის ხსენების უგულებელყოფას ნებადართული საქმეების დროს, მაშინ როგორი მძიმე იქნება მდგომარეობა იმ შეკრებებისა, სადაცაა ზურგს უკან საუბარი, ქიშპობა და სხვა აკრძალული ქმედებები?
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

