ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».
Explanation
Benefits
საქმეში ძალისხმევის გამოვლენა სასურველია, რადგან მისი მეშვეობით მიიღწევა ისეთი სარგებელი, რასაც სისუსტით ვერ მიაღწევ.
ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რაც მისთვის სასარგებლოა, და განერიდოს იმას, რაც უსარგებლოა.
მორწმუნემ უნდა ითხოვოს ალლაჰის დახმარება ყველა საქმეში და არ დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს.
წინასწარგანჩინებისა და ბედისწერის დადასტურება, და ის არ ეწინააღმდეგება მიზეზებზე დაყრდნობასა და სიკეთის მოპოვებაში ძალისხმევის გამოჩენას.
აკრძალულია სიტყვა „რომ“ ან "თუ" გამოყენება უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით უბედურების დროს და იკრძალება ალლაჰის ბედისწერასა და განაჩენზე შეპასუხება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

