დუა (ვედრება), რომელიც წარმოთქმულია აზანსა და იყამას შორის, არ არის უარყოფილი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დუა (ვედრება), რომელიც წარმოთქმულია აზანსა და იყამას შორის, არ არის უარყოფილი».
Explanation
Benefits
როდესაც ის, ვინც წარმოთქვამს დუას, იცავს მისი წარმოთქმის წესებს, ირჩევს კურთხეულ ადგილებსა და დროს, თავს არიდებს ალლაჰის ურჩობას, ერიდება საეჭვოსა და დასაგმობს და თავის იმედებს ალლაჰზე ამყარებს, ის იმსახურებს, რომ მისი დუა მიღებული იყოს ალლაჰის ნებით.
ალ-მუნავიმ, დუას მიღებაზე საუბრისას, აღნიშნა: "ეს ნიშნავს, რომ, დუას ყველა პირობის, საფუძვლებისა და წესების შესრულების შემდეგ, ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ თუ რაიმე არ იქნა დაცული, მან არ უნდა დაადანაშაულოს არავინ, გარდა საკუთარი თავისა".
დუაზე პასუხი შეიძლება სამ ფორმად გამოვლინდეს: 1. თხოვნა დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდება. 2. ადამიანისგან იქნება განრიდებული ბოროტება, რომელიც თანაბარი იქნება მისი ვედრების მნიშვნელობასთან. 3. მისი თხოვნა შეინახება და გადაეცემა მას ჯილდოს სახით განკითხვის დღეს. ეს ყველაფერი ალლაჰის სიბრძნისა და წყალობის მიხედვით ხდება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

