მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას».
Explanation
Benefits
სალამის დაბრუნება არის სავალდებულო, როდესაც მუსლიმი არის მარტო, თუ იქნება ჯგუფი მაშინ ერთ-ერთი მათგანი თუ დაუბრუნებს საკამარისი იქნება, ხოლო სალამის მიცემა არის სუნნა.
ავადმყოფის მონახულება მუსლიმის ვალდებულებებს განეკუთვნება თავისი ძმის მიმართ რწმენაში, რადგან ეს ახარებს მას და უმსუბუქებს მის მარტოობას. ეს არის ფარდ ქიფაია (კოლექტიური ვალდებულება).
მიწვევაზე მისვლა სავალდებულოა თუ მასში აკრძალული არ არის; მაგალითად ქორწილში მიპატიჟება, სწავლულთა უმრავლესობა თვლის, რომ სავალდებულოა გარდა იმ შემთხვევისა თუ რელიგიურად გამართლებული მიზეზი არსებობს არ დასწრების. ხოლო ქორწილის გარდა სხვა ყრილობებზე დასწრება სწავლულთა უმრავლესობით მოსაწონი საქციელია.
ცემინების დროს წყალობის სურვილი ვალდებულებაა იმ ადამიანისთვის, ვინც გაიგო, რომ ვინც დააცემინა მან ალლაჰი განადიდა (თქვა: ალჰამდულილლაჰ).
შარიათის სრულყოფილება და მტკიცე სურვილი, რომ გააძლიეროს ხალხს შორის ნდობა, რწმენა და ჩამოაყალიბოს ადამიანებს შორის სიყვარული.
ცემინებისთვის წყალობის სურვილი ჰადისებში მოხსენიებულია როგორც "თასმით" ან "თაშმით", ეს ნიშნავს ალლაჰისგან კეთილდღეობისა და წყალობის თხოვნას იმ ადამიანისთვის, ვინც დააცემინა. "თაშმით" განიმარტება როგორც სურვილი: "ალლაჰმა დაგაშოროს მტრების ზიზღსა და ყველა იმ მიზეზს, რაც მათ სიხარულს გამოიწვევდა შენი მდგომარეობის გამო“. "თასმით" კი განიმარტება როგორც სურვილი: ალლაჰმა სწორ გზაზე დაგაყენოს“.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

