HadeethEnc · 1.21.0
ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვლება მათ მოტყუებაში ყოფნის დროს
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია მა'ყილ იბნ იასაარ ალ-მუზანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ჭეშმარიტად, მე გავიგონე, თუ როგორ ამბობდა შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): «ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვლება მათ მოტყუებაში ყოფნის დროს».
02
Explanation
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ ვინც ყოვლისშემძლე ალლაჰმა დანიშნა მმართველად და პასუხისმგებლად ადამიანებზე, იქნება ეს ზოგადი მმართველობა, როგორც მმართველის შემთხვევაში, ან კერძო მმართველობა, როგორც მამაკაცის თავის სახლში და ქალის თავის ოჯახში, თუ მან უგულებელყო თავისი ვალდებულებები, მოატყუა თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფნი, არ გამოიჩინა გულწრფელობა მათ მიმართ და დაარღვია მათი რელიგიური და მიწიერი უფლებები, ამით მან დაიმსახურა სასტიკი სასჯელი.
03
Benefits
ეს მუქარა სპეციფიკური არ არის მხოლოდ მმართველისა და მისი მოადგილეებისთვის, არამედ საერთო არის ყველასთვის, ვისაც ალლაჰმა ჩააბარა ქვეშევრდომები.
მუსლიმანთა საქმეებზე ძალაუფლებისა და მმართველობის მქონე ყოველი პირის ვალდებულებაა, იყოს გულწრფელი მათთან, გულმოდგინედ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, გაამართლოს ნდობა და პირნათლად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ასევე მოერიდოს ღალატს.
დიდია პასუხისმგებლობა ყოველი ადამიანის, ვინც ხალხს მართავს, იქნება ეს ზოგადი თუ კერძო მმართველობა, მაღალი თუ დაბალი თანამდებობა.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares