რომელმა მუსლიმმაც არ უნდა მიმართოს ალლაჰს თხოვნით, რომელშიც არ არის ცოდვა და რომელიც არ არღვევს ნათესაურ კავშირებს, ალლაჰი მას აუცილებლად სამიდან ერთ-ერთს უბოძებს: ან მას ამქვეყნად მიანიჭებს იმას, რასაც ის ითხოვს, ან მას ახირეთისთვის შეუნახავს, რათა იქ დააჯილდოვოს ამის სანაცვლოდ, ან მოაცილებს მისგან იგივეს ტოლფას ბოროტებას». საჰაბებმა ჰკითხეს: "მაშინ ჩვენ უფრო მეტს შევევედრებით ალლაჰს!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ალლაჰთან [ამასთან შედარებით] კიდევ უფრო მეტი არის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ სა'იდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელმა მუსლიმმაც არ უნდა მიმართოს ალლაჰს თხოვნით, რომელშიც არ არის ცოდვა და რომელიც არ არღვევს ნათესაურ კავშირებს, ალლაჰი მას აუცილებლად სამიდან ერთ-ერთს უბოძებს: ან მას ამქვეყნად მიანიჭებს იმას, რასაც ის ითხოვს, ან მას ახირეთისთვის შეუნახავს, რათა იქ დააჯილდოვოს ამის სანაცვლოდ, ან მოაცილებს მისგან იგივეს ტოლფას ბოროტებას». საჰაბებმა ჰკითხეს: "მაშინ ჩვენ უფრო მეტს შევევედრებით ალლაჰს!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ალლაჰთან [ამასთან შედარებით] კიდევ უფრო მეტი არის».
Explanation
Benefits
ვედრებაზე გაცემული პასუხი მხოლოდ შევედრებულის მოპოვებით არ შემოიფარგლება; არამედ შესაძლებელია ამ ვედრებით მან უბედურება აიცილოს თავიდან, ან მისი მადლი იმიერ ქვეყანაში მიიღოს.
იბნ ბაზმა თქვა: «დაჟინება, ღმერთის მიმართ დადებითი ზრახვები და იმედის არ დაკარგვა არის ვედრების შესმენის ყველაზე დიდი წინაპორობა. აუცილებელია, ადამიანი დაჟინებით აღავლენდეს ვედრებას, და იყოს დადებითად განწყობილი უზენაესი ალლაჰის მიმართ, და იცოდეს, რომ ის არის ყოვლისმცოდნე, ბრძენი. ზოგჯერ ღმერთი თავისი სიბრძნით მაშინვე პასუხობს ვედრებას, ზოგჯერ კი უგვიანებს თვისი სიბრძნიდან გამომდინარე, ზოგჯერაც კი იმაზე უკეთესს აძლევს, ვიდრე მან სთხოვა».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

