ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
იბნ აბბასისგან(ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: ერთხელ მე ვიჯექი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან და მან მითხრა: «ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს დასახმარებლად, ვერ დაგეხმარებიან იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი».
Explanation
გახსოვდეს ალლაჰი, მის ბრძანებებზე მორჩილებით და მისი აკრძალვების თავიდან აცილებით, რათა ის ყოველთვის გხედავდეს მორჩილებისა და მასთან დაახლოვების გზაზე, და არა ცოდვებისა და დაუმორჩილებლობის გზაზე. თუ ასე მოიქცევი, ალლაჰი დაგიცავს უბედურებებისგან ამ ცხოვრებაში და მომდევნო ცხოვრებაში, და მოგანიჭებს მხარდაჭერასა და გამარჯვებას ყველა შენს მნიშვნელოვან საქმეში, საითკენაც არ უნდა წახვიდე.
თუ რაიმეს თხოვნა მოგინდება, არავის სთხოვო გარდა ალლაჰისა, რადგან მხოლოდ ის ერთია, ვისაც შეუძლია უპასუხოს მთხოვნელს.
თუ დახმარება მოგინდება არ სთხოვო ის არავის, გარდა ალლაჰისა.
გქონდეს მტკიცე რწმენა და დარწმუნებულობა იმაში, რომ ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებ, თუნდაც დედამიწაზე ყველა ადამიანი გაერთიანდეს იმისთვის, რომ დახმარება გაგიწიოს, გარდა იმისა, რაც ალლაჰმა შენთვის დააწესა. და ვერავინ ვერაფერს გავნებს, თუნდაც ყველა ადამიანი გაერთიანდეს და შენს წინააღმდეგ ბოროტება მოინდომოს, გარდა იმისა, რაც ალლაჰმა შენთვის წინასწარ განსაზღვრა.
და იცოდე, რომ ეს საქმე განსაზღვრულია ყოვლისშემძლე და დიდებული ალლაჰის მიერ, და მან ის თავისი სიბრძნისა და ცოდნის მიხედვით დააწესა. შეუძლებელია შეცვალო ის, რაც მან წინასწარ დაწერა.
Benefits
საზღაური საქმეების შესაფერისია.
ბრძანება მხოლოდ ალლაჰზე მინდობაზე და არა სხვაზე მის გარდა, და ის საუკეთესო მფარველია.
რწმენა ბედისწერისა და კმაყოფილება იმით, რაც ალლაჰმა დაწერა. და რომ ყველაფერი ალლაჰის ნებით ხდება.
ვინც ალლაჰის ბრძანებებს უგულებელყოფს, მას ალლაჰი მფარველობის გარეშე დატოვებს და არ დაიცავს მას.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

