ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
მიყდამ იბნ მა'დი ქარიბის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: მე მოვისმინე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის».
Explanation
Benefits
ჭამის მიზანი არის ჯანმრთელობისა და ძალის შენარჩუნება, და სწორედ მათით არის უზრუნველყოფილი სიცოცხლის უსაფრთხოება.
ჭამით კუჭის გადავსებას აქვს როგორც ფიზიკური, ასევე რელიგიური ზიანი. უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობდა: «ფრთხილად იყავით მუცელთან, რადგან ის აზიანებს სხეულს და ზარმაცს ხდის ლოცვაში».
ჭამის შესახებ გადაწყვეტილება იყოფა რამდენიმე კატეგორიად: სავალდებულო: როცა მასზეა დამოკიდებული სიცოცხლის შენარჩუნება და მისი მიტოვება ზიანს იწვევს. ნებადართული: რაც აღემატება სავალდებულო რაოდენობას და არ არის საშიშროება ზიანის, მოუწონარი: როცა არსებობს ზიანის შიში. აკრძალული: როცა ზიანი ცნობილია. სასურველი: როცა ჭამა არის უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემაში და მორჩილების დამხმარე საშუალება. ეს ყველაფერი მოკლედ არის მოცემული ჰადისში სამ საფეხურად: პირველი: კუჭის გადავსება. მეორე: რამდენიმე ლუკმა, რაც ზურგს გამართულს ინარჩუნებს. მესამე: მისი სიტყვები: ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი სასმელისთვის და ერთი მესამედი სუნთქვისთვის. ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა საჭმლის სახეობა ჰალალია.
ჰადისი მედიცინის ერთ-ერთ ძირითად წესად ითვლება. და რადგან მედიცინის მეცნიერება სამი საფუძვლის გარშემოა შემობრუნებული, ძალის შენარჩუნება, თავის შეკავება (ზიანისგან დაცვა) და გამოდევნა (მავნე ნივთების გამოყვანა) ჰადისი მოიცავს პირველ ორ მათგანს. როგორც უზენაესი ალლაჰი ამბობს: {ჭამეთ, სვით და ნუ გადააჭარბებთ! უეჭველად, მას არ უყვარს მფლამგველნი} (სურა ალ-ა‘არაფი, აია 31)
ამ შარიათის სრულყოფილება იმაშია, რომ იგი მოიცავს ადამიანის ყველა სასიკეთოს, როგორც რელიგიაში, ისე ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
შარიათის მეცნიერებებში შედის მედიცინის საფუძვლებიც და მისი სახეობებიც, როგორც ეს მოსულია თაფლზე და(თმინის) შავ მარცვალზე.
შარიათის წესები მოიცავს სიბრძნეს, და ისინი დაფუძნებულია ზიანის თავიდან აცილებასა და სიკეთის მოტანაზე.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

