ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) თქვა: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვით, და ჭეშმარიტად, ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განზრახული ჰქონდა. ასე რომ, ვინც გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან, ის გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან. ხოლო ვინც გადასახლდა ამქვეყნიური სარგებლობისთვის ან ქალისთვის, რომელზეც სურდა დაქორწინება, ის გადასახლდა მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადასახლდა». ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა».
Explanation
შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) მოიყვანა მაგალითი, რათა აეხსნა განზრახვის გავლენა საქმეებზე, თუნდაც ისინი გარეგნულად ერთნაირად გამოიყურებოდნენ. მან განმარტა, რომ ვინც ჰიჯრას (გადასახლებას) შეასრულებს და ტოვებს საკუთარ სამშობლოს, რათა მოიპოვოს თავისი უფლის კმაყოფილება, მისი ჰიჯრა არის კანონიერად და შარიათის მიხედვით მისაღები, და ის მიიღებს ჯილდოს თავისი გულწრფელი განზრახვის გამო. ხოლო ვინც ჰიჯრას ასრულებს ამქვეყნიური სიამოვნებისთვის, იქნება ეს სიმდიდრე, სტატუსი, ვაჭრობა თუ ცოლი, მიიღებს მხოლოდ იმ სარგებელს, რაზეც ფიქრობდა, და მისთვის არ იქნება არანაირი ჯილდო და საზღაური ალლაჰისგან.
Benefits
თუ სრულწლოვანი ადამიანი ასრულებს საქმეებს, რომლითაც მიუახლოვდება ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰთან, მაგრამ ამას აკეთებს უბრალოდ ჩვევის გამო, ის ვერ მიიღებს ჯილდოს, სანამ არ გააკეთებს ამას ალლაჰთან მიახლოვების განზრახვით.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

