HadeethEnc · 1.21.0
როდესაც იხილავთ ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა, და როდესაც კვლავ იხილავთ მას, დაასრულეთ იგი. თუ კი ის ღრუბლების გამო დაიფარება თქვენგან, მაშინ შეავსეთ თვე ოცდაათი დღით
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდობა მას) ამბობდა: «როდესაც იხილავთ ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა, და როდესაც კვლავ იხილავთ მას, დაასრულეთ იგი. თუ კი ის ღრუბლების გამო დაიფარება თქვენგან, მაშინ შეავსეთ თვე ოცდაათი დღით».
02
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაამტკიცა რამადანის თვეში მარხვის დაწყებისა და დასრულების ნიშნები, როცა თქვა: "როდესაც იხილავთ რამადანის ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა. თუ მთვარესა და თქვენ შორის ღრუბლები იქნება და ის დაიფარება, მაშინ შა'აბანის თვე შეავსეთ ოცდაათი დღით. ხოლო როცა იხილავთ შაუვალის ახალ მთვარეს, დაასრულეთ მარხვა. თუ მთვარესა და თქვენ შორის ღრუბლები იქნება და ის დაიფარება, მაშინ რამადანის თვე შეავსეთ ოცდაათი დღით".
03
Benefits
თვის დასაწყისი განისაზღვრება ახალი მთვარის ხილვით და არა ასტრონომიული გამოთვლებით.
იბნ ალ-მუნდირმა გადმოსცა სწავლულების ერთსულოვანი აზრი (იჯმა') იმაზე, რომ მარხვის დაწყება არ არის სავალდებულო, თუ რამადანის თვე დგინდება მხოლოდ ასტრონომიული გამოთვლებით და არა მთვარის ხილვით.
აუცილებელია შა'აბანის თვე სრულად, ოცდაათი დღით შეავსოთ, თუ ღრუბლები ან სხვა დაბრკოლებები ხელს უშლის რამადანის ახალ მთვარის ხილვას.
მთვარის თვე შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ოცდაცხრა ან ოცდაათი დღისგან.
აუცილებელია რამადანის თვე სრულად, ოცდაათი დღით შეავსოთ, თუ ღრუბლები ან სხვა დაბრკოლებები ხელს უშლის შაუვალის ახალ მთვარის ხილვას.
ის, ვინც იმყოფება ისეთ ადგილზე, სადაც არ არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარხვასთან დაკავშირებული ისლამური წესების დაცვაზე, ან თუ ამ საკითხში ჩართული პირები უგულებელყოფენ ამ ვალდებულებებს, თავად უნდა აკონტროლოს ეს საკითხი. ის უნდა დაეყრდნოს ან საკუთარ დაკვირვებას ახალ მთვარეზე, ან ისეთი პირის მოწმობას, რომელსაც ენდობა, რათა დაიწყოს და დაასრულოს მარხვა.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares