ვხედავ, რომ თქვენი სიზმარი ემთხვევა ბოლო შვიდ ღამეს, მაშ, ვინც მას ეძებს - მოძებნოს ის ბოლო შვიდ ღამეში
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმდევართაგან ზოგიერთ საჰაბას ესიზმრა სიზმარი, რომ ყადირის ღამე რამადანის თვის ბოლო შვიდ დღეში იყო, და თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვხედავ, რომ თქვენი სიზმარი ემთხვევა ბოლო შვიდ ღამეს, მაშ, ვინც მას ეძებს - მოძებნოს ის ბოლო შვიდ ღამეში».
Explanation
Benefits
ალლაჰმა თავისი სიბრძნითა და წყალობით დაფარა ეს ღამე, რათა ადამიანები გულმოდგინედ ემსახურონ მას მის მოსაპოვებლად, რითაც მათი საჩუქარი და ჯილდო გაორმაგდება.
ყადირის ღამე რამადანის თვის ბოლო ათ ღმეში, უფრო მეტი ალბათობით კი ბოლო - შვიდ ღამეში.
ყადრის ღამე არის ერთ-ერთი ღამე რამადანის ბოლო ათი ღამიდან. ეს არის ის ღამე, როდესაც უზენაესმა ალლაჰმა გაუგზავნა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანი. ალლაჰმა ეს ღამე ათას თვეზე უკეთესად განსაზღვრა მისი კურთხეულობის, მაღალი ღირსებისა და იმით, რომ ამ ღამეს ჩადენილი კეთილი საქმე განსაკუთრებულად დიდ ჯილდოს იმსახურებს.
მას ყადირის ღამე ეწოდა: მისი სიდიადის გამო, ასევე ითქვა: მისი დიდი მადლიანობის გამო, სიტყვა ღამე ემატება მეორე სიტყვას როგორც მისი თვისება, ანუ დიადი ღამე, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ფასი ძალიან დიდია, დიადია, ძვირფასია, მაღალია და სხვა. { ჭეშმარიტად ჩვენ გარდმოვავლინეთ ის ბარაქიან ღამეს} [ალ-დუხაან: 3], ან მისი შეფასების გამო: ამ შემთხვევაში მისი დამატება მოხდება როგორც დროის გარემოება და რაც მასში ხდება, ანუ: ამ ღამეში მოხდება შეფასებები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე, {მასში განირჩევა ყველა ბრძნული საქმე} [ად-დუხაან: 4].
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

