HadeethEnc · 1.21.0
რამადანს ერთი ან ორი დღით ადრე მარხვით არ შეეგებოთ, გარდა იმ კაცისა, რომელიც მარხულობდა მანამდე, მან იმარხოს
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რამადანს ერთი ან ორი დღით ადრე მარხვით არ შეეგებოთ, გარდა იმ კაცისა, რომელიც მარხულობდა მანამდე, მან იმარხოს».
02
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა მუსლიმისთვის რამადანამდე ერთი ან ორი დღით ადრე მარხვა იმ განზრახვით, რომ ეს იყოს სიფრთხილის მიზნით რამადანისთვის, რადგან რამადანის მარხვის ვალდებულება დაკავშირებულია ახალი მთვარის ხილვასთან, და არ არის საჭირო ზედმეტი სირთულის შექმნა. თუმცა თუ ვინმე რეგულარულად მარხულობს ნაფილე მარხვას, როგორიცაა:
მარხვა დღეგამოშვებით, ორშაბათისა და ხუთშაბათის მარხვა,
და იმ დღეს შემთხვევით თუ დაემთხვევა რამადანის წინა დღე, მაშინ მას შეუძლია იმარხულოს, რადგან ეს არ განიხილება, როგორც რამადანის მიღება. ამავე წესს ექვემდებარება სავალდებულო მარხვა, როგორიცაა გამოტოვებული დღეების ან აღთქმის მარხვის ანაზღაურება.

03
Benefits
აკრძალულია გადაჭარბება (ზედმეტის დაკისრება საკუთარ თავზე ან სხვაზე) ღვთისმსახურებებში, აუცილებელია ღვთისმსახურება ისე იყოს შესრულებული, როგორც ეს დააკანონა შარიათმა, დამატების ან დამოკლების გარეშე.
ამ ბრძანების სიბრძნე – და ალლაჰმა უკეთ იცის – მდგომარეობს ფარდი (სავალდებულო) თაყვანისცემის გამიჯვნაში ნებაყოფლობითისგან, რამადანისთვის მზადყოფნაში ენერგიითა და სურვილით, და იმაში, რომ მარხვა იყოს ამ კეთილშობილი თვის განსაკუთრებული ნიშანი.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares