HadeethEnc · 1.21.0
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა მეჩეთში, გარდაცვალებამდე ასე იქცეოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცოლები იქცეოდნენ ასე
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
მორწმუნეთა დედა და შუამავლის მეუღლე აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: «რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა მეჩეთში, გარდაცვალებამდე ასე იქცეოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცოლები იქცეოდნენ ასე».
02
Explanation
მორწმუნეთა დედამ აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცა, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის ბოლო ათ დღეს ყოველთვის ღვთისმსახურებაში ატარებდა მეჩეთში განმარტოებით, ის მათში ყადირის ღამეს ეძებდა, ის ასე აგრძელებდა სიცოცხლის ბოლომდე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი მეუღლეები იქცეოდნენ ასე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
03
Benefits
მისაღებია და დაშვებულია ი'თიქაფი მეჩეთებში, მათ შორის ქალებისთვისაც, შარიათის დადგენილი წესების დაცვით და იმ პირობით, რომ არ არსებობს ცდუნებისა და ფიტნის საშიშროება.
რამადანის ბოლო ათი დღის განმავლობაში მესჯიდში ღვთისმსახურებისთვის განმარტოვება დადასტურებულია; რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ასე იქცეოდა.
მეჩეთში ღვთისმსახურებისთვის განმარტოება არის სუნნა, ის არ გაუქმებულა, რადგან შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლები განმარტოვდებოდნენ ხოლმე.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares