ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს»,
მუსლიმის გადმოცემით: «სახლი, სადაც ალლაჰს ახსენებენ, და სახლი, სადაც ალლაჰს არ ახსენებენ, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს».
Explanation
ასევე, სახლი ცოცხლად ითვლება, თუ მისი მცხოვრებლები ალლაჰს ახსენებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მკვდარ სახლად ითვლება, რადგან მისი მცხოვრებლები ალლაჰის ხსენებაში გულგრილნი არიან. როდესაც სახლის აღწერისას გამოიყენება სიტყვები „ცოცხალი“ და „მკვდარი“, რეალურად იგულისხმებიან მისი მცხოვრებლები.
Benefits
ალლაჰის ხსენება სულის სიცოცხლეა, ისევე როგორც სული არის სხეულის სიცოცხლე.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიდგომიდან იყო მაგალითების მოყვანა, რათა მნიშვნელობები ადამიანებისთვის გასაგები ყოფილიყო და ახლოს მიეტანა მათთან.
ან-ნავავიმ თქვა: «ამაში არის უზენაესი ალლაჰის ხსენების წახალისება სახლში, და რომ ის არ უნდა დარჩეს ალლაჰის ხსენების გარეშე».
ან-ნავავიმ თქვა: «მაში (ჰადისში) აღინიშნება ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსება, როდესაც ის ალლაჰის მორჩილებაში გადის, თუნდაც მიცვალებული უკეთეს მდგომარეობაში გადავიდეს, რადგან ცოცხალი განაგრძობს კეთილ საქმეებს და ამით ზრდის თავის საზღაურს».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

