იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან,
მან თქვა: "ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებულ მონას, და ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელსაც გავაკეთებ და ალლაჰი შემიყვანს სამოთხეში?" ან ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს". ის გაჩუმდა. კვლავ ვკითხე, მაგრამ ის ისევ გაჩუმდა. მესამედ ვკითხე და მან მითხრა: "ვკითხე მასზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თქვა: «იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს» მა'დაანმა თქვა: "შემდეგ შევხდი აბუ ად-დარდაას და მასაც იგივე ვკითხე. მანაც იგივე მიპასუხა, რაც სავბანმა მითხრა".
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემკითხველ ადამიანს უპასუხა: გააკეთეთ რაც შეიძლება ბევრი სუჯუდი ლოცვაში, რადგან თითოეული სუჯუდი ალლაჰისთვის ამაღლებს შენს მდგომარეობას და გაპატიებს შენს ცოდვებს.
Benefits
საჰაბების მიერ რელიგიის გაგება და მათი ცოდნა იმის შესახებ, რომ სამოთხეში მოხვედრა ალლაჰის წყალობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა ამასთან, იგი მოითხოვს საქმეების შესრულებას.
ლოცვაში სუჯუდი ერთ-ერთი უდიდესი მიზეზია მდგომარეობების ამაღლებისთვის და ცოდვების მიტევებისთვის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

