افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم.
#3586[სანდო (საჰიჰ)]
HadeethEnc · 1.21.0

კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი შაიტნისგან. ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს დაესიზმრება კოშმარი, რომელიც შიშს იწვევს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ილოცოს ალლაჰთან თავშესაფრისთვის მისი ბოროტებისგან, ამის შემდეგ ის ზიანს ვერ მიაყენებს მას

Available translations

Choose an available translation of this Hadeeth

01

Hadeeth text

გადმოცემულია აბუ ყათაადასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი შაიტნისგან. ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს დაესიზმრება კოშმარი, რომელიც შიშს იწვევს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ილოცოს ალლაჰთან თავშესაფრისთვის მისი ბოროტებისგან, ამის შემდეგ ის ზიანს ვერ მიაყენებს მას».
02

Explanation

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ კარგი და სასიხარულო სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი, რომელიც ადამიანს აშინებს და წუხილს იწვევს, შაიტნისგან მოდის.

ამიტომ, ვინც სიზმარში რაიმე არასასურველს დაინახავს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი მისი ბოროტებისგან. ეს არ ავნებს მას, რადგან ალლაჰმა ზემოთ აღნიშნული ქმედებები მიზეზად აქცია, რომ ადამიანი სიზმრის არასასურველი შედეგებისგან დაცული იყოს.
03

Benefits

სიზმარი და ხილვა არის ის, რასაც მძინარე ძილში ხედავს. თუმცა, ტერმინი „ხილვა“ (رؤيا) უფრო გამოიყენება, როცა საქმე ეხება კარგ და სასიამოვნო რამეს, ხოლო „სიზმარი“ (الحُلْمُ) ძირითადად ბოროტი და უსიამოვნო სცენარების აღსანიშნავად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ორივე ტერმინი ზოგჯერ ერთმანეთის ნაცვლადაც გამოიყენება.
სიზმრების სახეები: 1. კეთილი სიზმარი – ეს არის ჭეშმარიტი სიზმარი და ალლაჰისგან მოცემული სასიხარულო ამბავი, რომელსაც ადამიანი ხედავს ან მას ეჩვენება. 2. სულის საუბარი – ეს არის ის, რასაც ადამიანი ფიქრობს თავის თავზე სიფხიზლის დროს და რაც აისახება სიზმარში. 3. შაიტნის მიბიძგება და დაშინება – ეს არის შაიტნის მცდელობა, რათა ადამის შვილი დააშინოს და დაამწუხროს საშინელი ხილვებით.
როცა ადამიანი ხედავს კეთილ სიზმარს, მისგან მოითხოვება სამი რამ: 1. განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრისთვის; 2. გაიხაროს მასზე; 3. მოუყვეს მის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც უყვარს, მაგრამ არ მოუყვეს მათ, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს.
არასასურველი სიზმრების ეთიკისგან გამომდინარეობს ხუთი რამ: 1. თავშესაფრის ძიება ალლაჰთან მისი ბოროტებისგან. 2. შაიტნის ბოროტებისგან თავშესაფრის ძიება. 3. გაღვიძებისას მარცხნივ სამჯერ გადაფურთხება. 4. ამ სიზმრის არავისთან არ გახსენება. 5. თუ ადამიანი აპირებს ძილში დაბრუნებას, უნდა შეიცვალოს გვერდი, რომელზეც იწვა. ამის შედეგად, ეს სიზმარი მას ზიანს არ მოუტანს.

Attribution

[შეთანხმებული]

Categories

Share

Share hadeeth

Sharing options · 0 Total shares

Share

← Back to encyclopedia
Shopping Basket

Loading...