იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია უბაი იბნ ქა'აბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში, ერთ დღეს ვიღაცამ უთხრა მას ან მე თვითონ ვუთხრი მას: "რატომ არ იყიდი ვირს, რომ მასზე ამხედრებული იარო, განსაკუთრებით სიბნელესა და ძლიერ სიცხეში?" მან უპასუხა: "არ მსურს, რომ ჩემი სახლი მეჩეთის გვერდით იყოს, მე მინდა, რომ ალლაჰმა ჩაწეროს ჩემთვის ყოველ ნაბიჯზე, რასაც მეჩეთისკენ და უკან ჩემი ოჯახისკენ გადავდგამ", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა ეს ყველაფერი შენთვის შეკრიბა».
Explanation
Benefits
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში დადასტურებულია, რომ ლოცვიდან დაბრუნების ნაბიჯებზეც იგივე ჯილდო ენიჭება, როგორც მეჩეთში წასვლის ნაბიჯებზე».
მუსლიმების მიერ ერთმანეთის სიკეთისკენ მოწოდება და კეთილ საქმეებში რჩევის მიცემა მნიშვნელოვანია. თუ ვინმე დაინახავს, რომ მის ძმას სირთულე ხვდება, უნდა მისცეს რჩევა, რათა ეს სირთულე შეუმსუბუქოს.
სახლსა და მეჩეთს შორის მანძილი არ არის საბაბი ჯამაათით ლოცვის დატოვებისთვის, სანამ აზანის ხმა ესმის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

