HadeethEnc · 1.21.0
ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)».
02
Explanation
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ლოცვის მოქმედების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის რიტუალური სიწმინდის დაცვა. შესაბამისად, ის, ვისაც სურს ლოცვის აღსრულება, ვალდებულია შეასრულოს განბანვა (ვუდუ), თუ მას დაემართა რაიმე ისეთი, რაც არღვევს განბანვას, როგორიცაა კუჭის დაცლა, შარდვა, ძილი და სხვა ქმედებები, რომლებიც არღვევს სიწმინდეს.
03
Benefits
ლოცვა იმ ადამიანის, რომელიც იმყოფება უწმინდურ მდგომარეობაში, არ მიიღება, სანამ არ განიწმინდება სრული განბანვით (ღუსლი) დიდი უწმინდურობისგან და მცირე განბანვით (ვუდუ) მცირე უწმინდურობისგან.
განბანვა (ვუდუ) მოიცავს შემდეგ ქმედებებს: წყლის აღება ხელებში და პირის გამოვლება, შემდეგ მისი გადაფურთხება, წყლის ცხვირში ჩასუნთქვა და შემდეგ გამოყვანა ცხვირის გაწმენდით, სახის დაბანა სამჯერ, ხელების დაბანა იდაყვებამდე სამჯერ, ხელების დასველებით მთლიანი თავის ერთხელ გადაწმენდა, ბოლოს, ორივე ფეხის დაბანა ტერფებამდე სამჯერ.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares