HadeethEnc · 1.21.0
ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ბაქრ ას-სიდდიყისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე დავხედე ურწმუნოების ფეხებს, რომლებიც თავზე გვედგნენ, როდესაც გამოქვაბულში ვიყავით, და ვთქვი: 'ო, ალლაჰის მოციქულო, თუ ვინმემ ფეხებზე დაიხედა, აუცილებლად შეგვამჩნევს', ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი მიპასუხა: «ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია».
02
Explanation
მორწმუნეების მმართველმა, აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰიჯრის დროს თქვა: მე დავხედე ურწმუნოების ფეხებს, რომლებიც ჩვენ თავზე გვედგნენ, როდესაც ჩვენ გამოქვაბულ სავრაში ვიყავით, და ვთქვი: ო, ალლაჰის მოციქულო, თუ რომელიმე მათგანი ფეხებზე დაიხედავს, აუცილებლად შეგვამჩნევს! ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიპასუხა: ო, აბუ ბაქრ! რას ფიქრობ ორზე, ვისთანაც მესამე ალლაჰია — თავისი დახმარებით, მფარველობით, დაცვითა და ხელმძღვანელობით?
03
Benefits
აბუ ბაქრ ას-სიდდიყის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ამაღლებული ღირსება იმაშია, რომ ის ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახლდა მექქადან მედინაში ჰიჯრის დროს, და ამის გამო ოჯახი და ქონება დატოვა.
აბუ ბაქრ ას-სიდდიყის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გულმოწყალება, მისი უზომო სიყვარული ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ და შიში მტრებისგან მის დაცვაზე.
დიდებულ და ძლევამოსილ ალლაჰზე სრული ნდობის აუცილებლობა და გულის სიმშვიდე მისი მზრუნველობისა და დაცვის მიმართ, მას შემდეგ, რაც ადამიანი საჭირო სიფრთხილესა და მცდელობას გამოიჩენს.
უზენაესი ალლაჰის მზრუნველობა თავისი წინასწარმეტყველებისა და მეგობრების მიმართ და მათი დახმარება გამარჯვებით. ალლაჰი ამბობს:( ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მოციქულებსა და რომელთაც ირწმუნეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმ დღეს, როცა წარსდგებიან მოწმეები).
ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ვინც ალლაჰს მიენდობა, ალლაჰი მას უზრუნველყოფს, დაეხმარება, მხარს დაუჭერს, დაიცავს და დაიფარავს.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი ნდობა თავისი ღმერთის მიმართ, მისი სრული დაყრდნობა ალლაჰზე და საკუთარი საქმის მასზე მინდობა.
ალლაჰის მოციქულ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიმამაცე და მისი უნარი, დაამშვიდოს გულები და სულები.
სარწმუნოების გადასარჩენად მტრებისგან გაქცევის დაშვებულობა და აუცილებელი მიზეზების მიღება.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares