ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის».
Explanation
Benefits
რწმენის სრულყოფილების ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ მუსლიმს თავისი ძმისთვის სურს ის, რაც სურს საკუთარი თავისთვის.
სასურველია სალამის გავრცელება და მუსლიმთა მისალმება, რადგან ეს ხელს უწყობს სიყვარულისა და უსაფრთხოების გავრცელებას ადამიანებს შორის.
სალამის მიცემა მხოლოდ მუსლიმზე შეიძლება; როგორც თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თქვენს შორის".
სალამის გავრცელება ხელს უწყობს გაყოფის, მტრობისა და სიძულვილის აღმოფხვრას.
მუსლიმებს შორის ერთმანეთის სიყვარულის მნიშვნელობა, რადგან ის არის სრულყოფილი რწმენის ნიშანი.
სხვა ჰადისში მოცემულია სალამის მიცემის სრული ფორმა: "ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ". საკმარისია: "ასსალამუ 'ალაიქუმ". (მშვიდობა თქვენ, ალლაჰის წყალობა და ბარაქა)
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

