HadeethEnc · 1.21.0
მიცვალებული სწრაფად წაიყვანეთ, თუ ის ღვთისმოშიში იყო, მისთვის უკეთესია დასაფლავება, ხოლო თუ ასეთი არ იყო, ბოროტებას სწრაფად მოიხსნით მხრებიდან
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მიცვალებული სწრაფად წაიყვანეთ, თუ ის ღვთისმოშიში იყო, მისთვის უკეთესია დასაფლავება, ხოლო თუ ასეთი არ იყო, ბოროტებას სწრაფად მოიხსნით მხრებიდან».
02
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა მიცვალებულის სწრაფად მომზადება, მასზე ლოცვა და სწრაფად დასაფლავება; თუ მიცვალებული ღვთისმოშიში ადამიანი იყო, მაშინ მისთვის უკეთესია. სადაც მიგყავთ მას საფლავის სიკეთეები ელოდება, ხოლო თუ ის ასეთი არ იყო, მაშინ ბოროტებას სწრაფად მოიხსნით მხრებიდან.
03
Benefits
იბნ ჰაჯარმა თქვა: «სისწრაფე სასურველია, მაგრამ ამან არ უნდა მიაღწიოს ისეთ ზღვარს, რომ გარდაცვლილზე რაიმე ცუდის შემთხვევა გამოიწვიოს, ან ვისაც მიჰყავს და ვინც მიყვება მათთვის სირთულეს წარმოადგენდეს».
სიჩქარე არ არის საჭირო მაშინ, როცა უეცარი გარდაცვალება ხდება იმის შიშით, რომ გარდაცვლილი კომაში არ ჩავარდებოდეს, და აუცილებელია სიკვდილის რეალური დადასტურების შემდეგ მოხდეს მიცვალებულის დასაფლავება, ან რაიმე სარგებლის გამო, რომ მოხდეს მცირეოდენი დაგვიანება, მაგალითად: მრავალი მლოცველის შემთხვევაში, და ახლობლების მოსვლისთვის დალოდება, იმ შემთხვევაში თუ ამით არაფერი დაზიანდება.
გარდაცვლილის დასაფლავებაში სისწრაფისკენ მოწოდება, თუ გარდაცვლილი ღვთისმოშიშია მისი სარგებლისთვის, ხოლო თუ ავი პიროვნება იყო მლოცველთა სარგებლისთვის.
იმამი ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისიდან შეიძლება ის დარიგება გამოვიტანოთ, რომ უნდა ავირიდოთ ურთიერთობა უქმად მყოფ და ბოროტ ადამიანებთან».

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares