HadeethEnc · 1.21.0
ვისაც ძაღლი ჰყავს, გარდა მონადირე ძაღლისა ან ნახირის დამცველისა, მისი ქმედებების საზღაური ყოველდღიურად ორი ყირატით შემცირდება
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) გადმოცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც ძაღლი ჰყავს, გარდა მონადირე ძაღლისა ან ნახირის დამცველისა, მისი ქმედებების საზღაური ყოველდღიურად ორი ყირატით შემცირდება», სალიმმა თქვა: აბუ ჰურაირა ამბობდა: «ან მოსავლის დამცველი ძაღლი», რადგან თავადაც მიწათმოქმედი იყო.
02
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ძაღლების შენახვისგან, გარდა საჭირო შემთხვევებისა, როგორიცაა ნადირობა ან საქონლისა და ნათესების დაცვა. ხოლო ვინც მათ სხვა მიზნით შეინახავს, მისი საქმეების საზღაური ყოველდღიურად ორი ყირათით შემცირდება; და ეს რაოდენობა ზუსტად არის განსაზღვრული უზენაესი ალლაჰის მიერ.
03
Benefits
მუსლიმისთვის არ შეიძლება ჰყავდეს ძაღლი, თუ არა მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც გამონაკლისია.
ძაღლების ყოლის აკრძალვა ეფუძნება მრავალ ზიანსა და ზარალს, რადგან, როგორც ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა, ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც ძაღლი იმყოფება, ასევე, ძაღლებისგან არსებობს ზედმეტი ჭუჭყი, რომელიც მხოლოდ გარდამავალი რეცხვის პროცესით, წყლითა და მიწით გაწმენდის შემდეგაა შესაძლებელი.

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares