HadeethEnc · 1.21.0
არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები, თუკი რომელიმე თქვენგანი დახარჯავს ოქროს უჰუდის მთის ზომით, ის ვერ მიაღწევს იმათ, ვინც მათგან დახარჯა მხოლოდ ერთი მუდდი ან ნახევარი მუდდი
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები, თუკი რომელიმე თქვენგანი დახარჯავს ოქროს უჰუდის მთის ზომით, ის ვერ მიაღწევს იმათ, ვინც მათგან დახარჯა მხოლოდ ერთი მუდდი ან ნახევარი მუდდი».
02
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა საჰაბების, განსაკუთრებით კი მუჰაჯირებისა და ანსარების რიგებიდან პირველთაგანის, შეურაცხყოფა. და მან გვამცნო, რომ თუკი ვინმე დახარჯავდა ოქროს უჰუდის მთის ტოლ რაოდენობას, ის მაინც ვერ გაუტოლდებოდა საჰაბების მიერ გაღებული ერთი მუდდის (საშუალო კაცის ორი ხელისგულის შევსების ოდენობა) ან მისი ნახევრის ჯილდოს, ამის მიზეზი მდგომარეობს მათ უმაღლეს გულწრფელობაში, ზრახვების სიწრფელეში და იმაში, რომ მათ თავიანთი დანახარჯები და ბრძოლა მექქას აღებამდე გაიღეს, როცა ეს განსაკუთრებულად საჭირო და ძნელი იყო.
03
Benefits
საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) წყევლა, შეურაცხყოფა კატეგორიულად აკრძალულია და დიდი ცოდვათაგანია.
Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

