HadeethEnc · 1.21.0
აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
მორწმუნეთა დედა და შუამავლის მეუღლე აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ჰაულა ბინთ თუვაით იბნ ჰაბიბ იბნ ასად იბნ აბდულ-'უზზამ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიახლოვეს გაიარა. მაშინ მე ვუთხარი: "ეს არის ჰაულა ბინთ თუვაითი, და ამბობენ, რომ ის ღამით არ იძინებს", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღამით არ იძინებს?! აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით».
02
Explanation
მორწმუნეების დედა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იმყოფებოდა ჰაულა ბინთ თუვაითი (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი). შემდეგ, ის გავიდა, როცა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). აიშამ უთხრა მას: ეს ქალი ღამით არ იძინებს, და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებს. მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისთვის, ზედმეტი სიმკაცრით თქვა: ღამით არ იძინებს?! აკეთეთ იმ კარგი საქმეებიდან იმდენი, რამდენსაც შეძლებთ რეგულარულად შესრულებას, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება თავისი მორჩილი და კეთილი მონების დაჯილდოებით, სანამ ისინი თავად არ დაიღლებიან და არ შეწყვეტენ კეთილ საქმეებს.
03
Benefits
თაყვანისცემის გადაჭარბებული რაოდენობა, რაც აღემატება სხეულის შესაძლებლობებს, იწვევს დაღლილობასა და მოტივაციის დაკარგვას, რის შედეგადაც ადამიანმა შეიძლება მთლიანად მიატოვოს თაყვანისცემა.
თაყვანისცემაში ზომიერება და ბალანსის დაცვა ხელს უწყობს მის მუდმივ შესრულებასა და მასზე მტკიცედ დგომას.
მცირე, მაგრამ მუდმივი საქმე უმჯობესია, ვიდრე დიდი, მაგრამ შეწყვეტილი.
იმამ ან-ნავავი ამბობს: «როდესაც მცირე თაყვანისცემა მუდმივად სრულდება, მორწმუნე რჩება მორჩილებაში, ალლაჰის ხსენებაში, მისი მეთვალყურეობის შეგრძნებაში, გულწრფელობაში და ალლაჰისკენ მიქცევაში. განსხვავებით დიდი და მძიმე თაყვანისცემისგან, რომელიც დამღლელია და შეიძლება შეწყდეს. შედეგად, მცირე, მაგრამ მუდმივი თაყვანისცემა დროთა განმავლობაში იმდენად იზრდება, რომ მრავალგზის აღემატება დიდი, მაგრამ შეწყვეტილ თაყვანისცემას».

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares