ვინც კითხულობს ყურანს გამართულად და კარგად, ის იქნება კეთილშობილ და მორჩილ მწერლებთან ერთად, ხოლო ვინც კითხულობს ყურანს გაჭირვებით, ბორძიკით, მას ორმაგი ჯილდო ექნება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც კითხულობს ყურანს გამართულად და კარგად, ის იქნება კეთილშობილ და მორჩილ მწერლებთან ერთად, ხოლო ვინც კითხულობს ყურანს გაჭირვებით, ბორძიკით, მას ორმაგი ჯილდო ექნება».
Explanation
Benefits
ალ-ყაადიმ თქვა: «ამ ჰადისის არსი არ გულისხმობს იმას, რომ ვისაც ენაბორძიკობს კითხვის დროს ის უფრო მეტ მადლს დაიმსახურებს, ვიდრე ვინც გამართულად კითხულობს, პირიქით გამართულად მკითხავი უფრო უკეთესია და მეტ მადლსაც მიიღებს; რადგან ის იქნება ანგელოზებთან ერთად და მიიღებს ძალიან ბევრ მადლს, და ეს საფეხური რომელსაც მან მიაღწია სხვებისთვის არავისთვის არ ხსენებულა მსგავსი, და როგორ შეიძლება რომ მან, ვისაც უზენაესი ალლაჰის წიგნისთვის სათანადო ყურადღება არ გამოუჩენია, არ დაუზეპირებია ის, არ შეუსწავლია სრულყოფილად, არ უკითხავს ის ძალიან ბევრჯერ და არ დაუთმია მისთვის სათანადო დრო, რომ სრულყოფილად შეესწავლა ის».
იბნ ბაზმა თქვა: «ვინც კითხულობს ყურანს და ის არის პროფესიონალი კითხვაში, ძალიან კარგად კითხულობს და კარგად აქვს დაზეპირებული, ის იქნება განწმენდილ და დიდებულ ანგელოზებთან ერთად, ანუ: თუ ის კითხულობდა სიტყვიერად და მოჰყავდა წაკითხული პრაქტიკაში, მხოლოდ კითხვა ვერ წაადგება, არამედ კარგად კითხულობს და შემდეგ პრაქტიკაში მოჰყავს, ის მას იცავს სიტვიერად და ქმედითად».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

