როცა მოვა რამადანი, გაიღება სამოთხის კარიბჭეები, დაიხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები და სატანები შებოჭილნი იქნებიან
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა მოვა რამადანი, გაიღება სამოთხის კარიბჭეები, დაიხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები და სატანები შებოჭილნი იქნებიან».
Explanation
Benefits
მარხულთათვის კეთილი ამბავია, რომ ეს კურთხეული თვე თაყვანისცემისა და სიკეთის სეზონია.
შაიტნების შებოჭვა რამადანში ნიშნავს, რომ ადამიანს მოეხსნა საბაბი და გამართლება. თითქოს მას ეუბნებიან: „ეშმაკები შენგან განრიდებულნი არიან, ამიტომ ვეღარ მოიმიზეზებ მათ, რომ მორჩილებას არ ასრულებ, ან ცოდვას ჩადიხარ".
ალ-ყურტუბიმ თქვა: «თუ ვინმე იკითხავს: "რატომ ვხედავთ, რომ რამადანში ბოროტება და ცოდვები მაინც ხდება? თუ ეშმაკები დაბმულნი არიან, ეს აღარ უნდა ხდებოდეს?" პასუხი: ეშმაკების გავლენა მცირდება იმ მარხულთათვის, რომლებიც მარხვას სრულად იცავენ, იცავენ მის პირობებსა და ადაბს (ზნეობრივ ნორმებს). შებოჭილნი არიან მხოლოდ ზოგიერთი ეშმაკები, კერძოდ, ყველაზე თავგასულნი (მარადათ ალ-ჯინნი), მაგრამ არა ყველა, როგორც ეს ზოგიერთი გამოცემებიდან ჩანს. ეშმაკების დაბმის მიზანი ბოროტების შემცირებაა, და ეს აშკარად იგრძნობა, რადგან რამადანში ბოროტება უფრო ნაკლებად ვრცელდება, ვიდრე სხვა თვეებში. ეს არ ნიშნავს, რომ ცოდვები და ბოროტება სრულიად გაქრება, რადგან მათ სხვა მიზეზებიც აქვთ, როგორიცაა ბოროტი სულები, ცუდი ჩვევები და ეშმაკთაგანი ადამიანები».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

