რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთხელ, როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხენით მგზავრობდა, ხოლო მის უკან, უნაგირზე მუ'აზი იჯდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!» მუ'აზმა მიუგო: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ უთხრა: «ო მუ'აზ!», შენს წინაშე ვარ, ო, ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" ასე განმეორდა სამჯერ და შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას ». მუ'აზმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, არ უნდა გავაგებინო ეს ხალხს, რომ გაიხარონ?" მან უპასუხა: «მაშინ ისინი მხოლოდ იმედს დაამყარებენ და დატოვებენ საქმეს (მსახურებას)», - მიუხედავად ამისა, მუ'აზმა ეს სიტყვები თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაამხილა, რადგან თვლიდა, რომ მათი დამალვა ცოდვა იქნებოდა (სასარგებლო ცოდნის დამალვის გამო).
Explanation
ამ ყველაფერს მუ'აზი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შემდეგი სიტყვებით პასუხობდა: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!", ანუ: გპასუხობ შენ, ო, ალლაჰის შუამავალო, პასუხს გცემ და მწამს შენი. ბედნიერებას შენზე მორჩილებაში ვეძებ.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა, რომ ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ანუ: არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, წრფელი გულით ტყუილის გარეშე ამას დაამოწმებს და ის ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, ალლაჰმა მისი დაწვა აუკრძალა ჯოჯოხეთს.
მუ'აზი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შეეკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ემცნობებინა თუ არა ეს ხალხისთვის, რათა გაეხარათ და გაბედნიერებულიყვნენ ამ სიკეთით?
შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეშინდა, რომ ისინი მხოლოდ ამაზე დაიმედდებოდნენ და შეამცირებდნენ საქმეებს.
მუ'აზს ამის შესახებ არავისთვის მოუყოლია, გარდა მაშინ, როცა მას სიკვდილი ეწვია; იმის შიშით, რომ ის ჩაიდენდა ცოდვას ცოდნის დამალვით.
Benefits
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლების მეთოდი, როცა მან მუ'აზს რამდენჯერმე დაუძახა, რათა მას დიდი ყურადღებით მოესმინა მისი ნათქვამი.
შეჰადეთის (დამოწმების) პირობებია: დამოწმება, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და დამოწმება, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ამის დამმოწმებელი უნდა იყოს წრფელი და დარწმუნებული, ეჭვის ან ტყუილის გარეშე.
ერთღმერთიანი ხალხი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ არ დარჩებიან, რომც მოხვდნენ იქ თავიანთი ცოდვების გამო; გაიწმინდებიან ცოდვებისგან და შემდეგ გამოვლენ იქიდან.
ორი შაჰადეთის (ორი დამოწმების) მადლი, ვინც მათ ამბობს წრფელად.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰადისის მოყოლისგან თავის შეკავების ნებართვა, თუ მისი მოყოლა ზიანს გამოიწვევს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

